Skip to main content
Golden-hour Mukhrani valley landscape
მუხრანის ველი, ქართლი

VIVENS

ბუნების ენერგიით შექმნილი ცოცხალი ღვინო.

დადუღებული საკუთარ საფუარზე. დამატებული გოგირდის გარეშე. ისეთი, როგორიც იმ წლის ბუნებამ შექმნა.

ცოცხალი ღვინო

ბუნებრივად დადუღებული ღვინო, რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს და აგრძელებს განვითარებას.

ვენახი, როგორც ცოცხალი ეკოსისტემა

სადაც ვაზი, ცხვრები და მიკროორგანიზმები ჰარმონიულად თანაარსებობენ. აქ ყველაფერი ერთმანეთზე მოქმედებს და ქმნის ბუნებრივ ბალანსს, რომელიც საბოლოოდ ღვინოში აისახება.

ღვინის კოლექცია

ჩვენი ღვინოები

ცოცხალი ვენახი, საკუთარი საფუარი, მინიმალური ჩარევა და დანამატების გარეშე — ყოველი ღვინო ისეთივე განსხვავებულია, როგორიც იმ წელს ბუნებამ მოგვცა.

ყურძნის ჯიში

ჩინური

2025

35 ₾

ჩინური

მსუბუქად ცქრიალა ცოცხალი ღვინო ჩინური, საკუთარ საფუარზე არის დადუღებული.

ყურძნის ჯიში

თავკვერი

2025

30 ₾

როზე

ცოცხალი ღვინო როზე, საკუთარ საფუარზე არის დადუღებული.

ყურძნის ჯიში

გორული მწვანე

2025

35 ₾

გორული მწვანე

მსუბუქად ცქრიალა ცოცხალი ღვინო გორული მწვანე, საკუთარ საფუარზე არის დადუღებული.

ყურძნის ჯიში

გორული მწვანე-ჩინური

2025

35 ₾

გორული მწვანე · ჩინური

მსუბუქად ცქრიალა ცოცხალი ღვინო გორული მწვანე-ჩინური, საკუთარ საფუარზე არის დადუღებული.

ჩვენ შესახებ

შევქმნათ ცოცხალი ღვინო, რომელიც გადმოსცემს ბუნების ენერგიას, სიცოცხლე შემოაქვს და გულს ახალისებს.

რას ნიშნავს VIVENS

ცოცხალი ღვინო, რომელიც ბუნებასთან ერთად ვითარდება და საკუთარ ენერგიას ინარჩუნებს.

Vivens ლათინურად ნიშნავს „ცოცხალს“.

ეს არის ღვინო, რომელსაც სიცოცხლე შემოაქვს და გულს ახალისებს. ვენახი და ბუნება ვენახს ვუვლით როგორც ცოცხალ ეკოსისტემას, სადაც ნიადაგი, ვაზი და ცხოველები ერთმანეთთან ბუნებრივ სიმბიოზს ქმნიან. ჩვენი მიდგომა ეფუძნება ბუნებრივ პრინციპებს — მისი ციკლების დაცვას, ბალანსის შენარჩუნებას და მინიმალურ ჩარევას. ვენახში მოძრავი ცხვარი ბუნებრივად ამდიდრებენ ნიადაგს. ჩვენ ვცდილობთ მინიმალური ჩარევით, მოვერგოთ ბუნების რიტმს და, ქიმიურ საშუალებებზე უარის თქმით, შევუწყოთ ხელი ბუნებრივი სიმბიოზის განვითარებას, სადაც თითოეულ ელემენტს თავისი როლი აქვს. მათი განვითარება აძლიერებს ნიადაგის სიცოცხლეს და ამცირებს რეზისტენტულობის განვითარებას, რის შედეგადაც ეკოსისტემა უფრო მდგრადი და ჯანსაღი ხდება.

Vivens

ლათინურად ნიშნავს „ცოცხალს“

ეკოსისტემა

ნიადაგი, ვაზი და ცხოველები ბუნებრივ ბალანსში

მინიმალური ჩარევა

ბუნებრივი სიმბიოზისა და ნიადაგის სიცოცხლის მხარდაჭერა

Vivens ლათინურად ნიშნავს „ცოცხალს“.01 / 03

ტექნოლოგია

ბუნებრივი ღვინის შექმნის გზა

ტექნოლოგიის მთავარი ღერძი არის ცოცხალი ეკოსისტემიდან მიღებული ყურძენი. მეღვინის როლი არის დაკვირვება ბუნებრივ დუღილზე და ბუნებრივ ვინიფიკაციაზე და არა მართვა. სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა, ჩვენი ნატურალური ყურძენი და სიყვარული არის ჩვენი ტექნოლოგია.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით — ვიზიტებისა და ჩვენი ღვინის შესახებ